ნეტგაზეთი | ჰაკერული თავდასხმა ფეისბუქზე – გაჟონილია 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია ჰაკერული თავდასხმა ფეისბუქზე – გაჟონილია 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია – Netgazeti
RU | GE  

ჰაკერული თავდასხმა ფეისბუქზე – გაჟონილია 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია

ფეისბუქის განცხადებით, მის კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულმა ჰაკერულმა თავდასხმამ 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში მოიცვა, რის შედეგადაც მათმა პირადმა ინფორმაციამ გაჟონა. ამის შესახებ “New York Times” კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.

კომპანიამ დარღვევას მიმდინარე კვირის დასაწყისში მიაგნო და აღმოაჩინა, რომ ჰაკერებმა ფეისბუქ კოდში ფუნქცია აამოქმედეს, რომლითაც მათ მოხმარებელთა ანგარიშებში შეაღწიეს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ პრობლემა უკვე მოაგვარა და ამის შესახებ სამართლებრივ ორგანოებსაც შეატყობინა.

სწორედ ზემოაღნიშნულს უკავშირდება დღეს დილით მომხდარი შემთხვევა, როცა 90  მილიონზე მეტი ფეისბუქ მომხმარებელი სისტემამ საიტიდან ავტომატურად გამოაგდო. ეს ზომა ფეისბუქმა უსაფრთხოების მიზნით მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან