ილია მეორემ ქადაგების ფარგლებში კათალიკოს მელქისედეკ I ანდერძზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს და მე–11 საუკუნის ანდერძში ნათქვამია, რომ ხარება, რომელიც ხვალ, 7 აპრილს აღინიშნება, მცხეთაში, კონკრეტულად კი სვეტიცხოვლის ტაძარში უნდა აღინიშნოს.
“მე მინდა ყურადღება მივაქციო კიდევ ერთ ფაქტს, სადაც კი ახსენებს მცხეთას, ამბობს წმინდა დედაქალაქი მცხეთა, ეს მცხეთის უძველესი სახელწოდება იყო, ამიტომ ჩვენ მივიღეთ განჩინება, რომ ამიერიდან აღდგეს მცხეთის სრული ტიტული და მას ეწოდოს წმინდა დედაქალაქი მცხეთა, როგორც მელქისედეკ პირველი ამბობს. “– განაცხადა ილია მეორემ.





