როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის სახლი ყოველდღე, 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს და მომხმარებელს მომსახურებას კვლავ ერთ სივრცეში შესთავაზებს.
იუსტიციის სახლის ხელახალ ამუშავებასთან ერთად მუშობას შეწყვეტს სამივე დროებითი ფლიალი, რომლებიც საგანგებოდ, იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით გაიხსნა.
“7 აპრილიდან ყველა მომხმარებელმა, იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი სერვისის მისაღებად, მხოლოდ თბილისის იუსტიციისსახლს უნდა მიმართოს. იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოების განხორციელება ძლიერი ქარის გამო სახურავის მე-7 პეტალის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო. შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა, როგორც იუსტიციისსახლის მომსახურე პერსონალისთვის, ისე მომხმარებლისთვის”.– ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავის გამო იუსტიციის სახლს მუშაობა 3 დეკემბრიდან ჰქონდა შეჩერებული და იგი საგანგებო, დროებითი ფილიალების მეშვეობით ფუნქციონირებდა.
