“ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მივცეთ საშუალება იმუშაონ და თუ მას შემდეგ დარჩება კითხვები იმის თაობაზე, რომ ვისაც ევალებოდა საქმის გარკვევა, რომ მან რაიმე არასრულად ან არასწორად გააკეთა, მხოლოდ ამის შემდეგ ერევა პარლამენტი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით”.– განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაავრცელა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ მასალებში ასევე არსებობს სატელეფონო ამონაწერი, რომელზეც შალვა თათუხაშვილის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარებია დაფიქსირებული. გარდა ამისა, პროკურატურამ გავრცელა ვიდეო, რომელიც ექსპერტიზის დროს გადაღებული ფოტომასალითაა შედგენილი.
მთავარმა პროკურატურამ ექსპერტიზაზე დაყრდნობით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია შ.თათუხაშვილის წამებას და მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას”, გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ იგი მისი ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აპირებდა სასამართლოს წინაშე, რის გამოც თათუხაშვილი პროკურატურამ თავიდან მოიშორა.





