ახალი ამბები

წულუკიანის განცხადებით, თათუხაშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებების სიმართლის სჯერა

5 აპრილი, 2014 • • 1065
წულუკიანის განცხადებით, თათუხაშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებების სიმართლის სჯერა

“ყველა ის ნაბიჯი, ყველა ის პროცესი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარიმართება, უნდა სარგებლობდეს სანდოობის მაღალი  ხარისხით, როგორც საზოგადოების თვალში, ისე  არასამთავრობო სექტორის თვალში, და, რაც მთავარია, ოჯახის თვალში. არ დაგვავიწყდეს, რომ ოჯახი არის უფლებებით აღჭურვილი იცოდეს სიმართლე. რაც შეეხება სიმართლეს, ის არის ერთადერთი და მე მჯერა, რომ ეს არის ის  სიმართლე, რომელზეც საუბრობს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე”– განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა. 

 

შეგახსენბთ, რომ ამ დროისთვის ბოლო განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ, 4 აპრილს გააკეთა. საგამოძიებო უწყება თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია შ.თათუხაშვილის წამებას და მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას”. გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ იგი მისი ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აპირებდა სასამართლოს წინაშე, რის გამოც იგი პროკურატურამ თავიდან მოიშორა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი