ახალი ამბები

ბოკერია: კითხვები ეხებოდა ხარჯებს, რომელიც ივანიშვილის აზრით არამიზნობრივად დაიხარჯა

4 აპრილი, 2014 • • 883
ბოკერია: კითხვები ეხებოდა ხარჯებს, რომელიც ივანიშვილის აზრით არამიზნობრივად დაიხარჯა

“ჩემთვის არაფერი მოულოდნელი არ იყო აქ, ის ხარჯები, რომელიც უშიშროების საბჭომ გასწია ოფიციალურად, დოკუმენტირებული ხარჯები, რომელსაც თავის დროზე პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი თვლიდა, რომ ეს არ იყო მიზნობრივი და ახლა გამოძიება, აი, ამ მიმართულებით მუშაობს. ნაწილი ამ ინფორმაციის განსაჯაროებული იყო, მოგეხსენებათ, იმის გამო, რომ, მაგალითად, შეერთებულ შტატებში ის ჯგუფები, რომლებიც საქართველოს მთავრობას უწევდნენ კონსულტაციას, იქ რეგისტრაციას გადიან და ეს ინფორმაცია ისედაც საჯარო იყო. არის ნაწილი, რომელიც არ არის დღესაც საჯარო, მაგრამ ეს არ ცვლის არსს ფორმალურად ამ მიმართულების და, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, ეს არ ცვლის არსს თვითონ პოლიტიკური დაკვეთის. დაკითხვამ ძალიან კორექტულ პირობებში ჩაიარა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი, მისი მარიონეტი ღარიბაშვილი და ასევე ფაქტობრივი მმართველი ამ უწყების, ბატონი ფარცხალაძე, აი, ასეთ საქმეებზე ახარჯინებენ დროს და რესურსს და ენერგიას”, – განაცხადა ბოკერიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ.

 

მისივე თქმით, მთავრობა პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების დევნას აგრძელებს:

 

 

“ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ქვეყნის პრობლემების გადაჭრის და ამაზე კონცენტრირების ნაცვლად არის მთლიანად ფოკუსირებული პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე და მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის განადგურებაზე”, – აღნიშნა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი