უცხოეთის მოქალაქემ ან პირმა, რომელსაც არა აქვს მოქალაქეობა, უნდა გაიაროს გასაუბრება რუსული ენის მატარებელი უცხოელების საკითხზე მომუშავე სპეციალურ კომისიასთან. რუსული ენის მატარებლად ითვლება ადამიანი, რომელმაც იცის რუსული ენა და ყოველდღიურად იყენებს მას სახლში ან “კულტურის სფეროში”. გასაუბრების გავლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც თავად ან მათი პირდაპირი ხაზით ნათესავები (მშობლები, ბებიები, ბაბუები და ა.შ.) ცხოვრობენ ან ადრე ცხოვრობდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ან რუსეთის იმპერიაში თანამედროვე რუსეთის საზღვრებში. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი გავრცელდება ყირიმზე.
კომისია არ შეამოწმებს პირის განათლებას, იგი მხოლოდ იმას განსაზღვრავს, თავისუფლად ფლობს თუ არა აღნიშნული პირი რუსულ ენას და რამდენად იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ პირთა კატეგორიამ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ უნდა დატოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
იმისათვის, რომ ამ ახალი პროცედურით შესაძლებელი გახდეს მოქალაქეობის მიღება, გამარტივდება რუსეთში ამ პირთა შესვლის და იქ ცხოვრების უფლების მიღება.
უცხოელებისთვის, რომლებიც ფლობენ რუსულ ენაs, გათვალისწინებულია მათი განცხადებების უმოკლეს ვადაში განხილვის პროცედურა, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არაუმეტეს 3 თვის ვადაში.
დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღეს დაამტიკა რუსეთის სათათბირომ, “რუსული სამყაროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს მიიღონ რუსეთის პასპორტი რთული და გრძელი პროცედურების გარეშე”.





