ახალი ამბები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები იცვლება

4 აპრილი, 2014 •
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები იცვლება

„ცვლილებების შემდეგ სამართალდამცველები კიდევ უფრო აქტიურად შეძლებენ მუშაობას და კანონში უკეთესი განმარტება იქნება ადამიანის ექსპლუატაციის შესახებ. ერთი წლის წინ დავიწყეთ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პროაქტიული გამოძიების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიტრეფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილია სხვადასხვა ინსპექტირებისა და კომპეტენციის მობილური ჯგუფები. გამომძიებელი თავის კაბინეტში არ ელოდება იმას, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება მიიღოს. ამ პროაქტიული მიდგომის წყალობით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეძლეს ის, რომ წელს, საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩვენ გვექნება გაწეული შრომის ადეკვატური საერთაშორისო შეფასება. დღევანდელი ცვლილებები ხვეწს კანონს იმისთვის, რომ უკვე მომავალ საანგარიშო პერიოდში გამომძიებლებმა კიდევ უფრო აქტიურად შეძლონ მუშაობა. კერძოდ, კანონში უკეთესი განმარტება იქნება იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანის ექსპლუატაცია და რა არის თანამედროვე მონობის პირობებში ადამიანის ჩაყენება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი