ახალი ამბები

კანონში ცვლილებებით დაზარალებულის უფლებები იზრდება

4 აპრილი, 2014 •
კანონში ცვლილებებით დაზარალებულის უფლებები იზრდება

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გამომდინარეობს სტრასბურგის განაჩენის საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი,” ჩვენ ვაუმჯობესებთ კანონს და რეფორმას ვატარებთ დაზარალებულის უფლებების კუთხით. როდესაც ეს კანონი ძალაში შევა, დაზარალებულად ცნობაზე უარის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების ერჯერადად გასაჩივრება იქნება შესაძლებელი,”- აცხადებს მინისტრი.


გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, სასამართლოში გასაჩივრდება  სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარის, ანუ დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება მას შემდეგ, რაც მოივლის ზემდგომ პროკურორს.


“გასაჩივრების ეს მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკურებით, მძიმე დანაშაულის ბევრ საქმეზე, როგორიცაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მაგალითად, გირგვლიანის საქმეზე გარდაცვლილის დედას არ ჰქონდა არანაირი საშუალება, გასცნობოდა სისხის სამართლის საქმის მასალებს. ჩვენ ამისთვისაც დავისაჯეთ სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ აქედან გამომდინარეობს ის სიახლე, რაც ჩვენ დღეს დავამტკიცეთ პროექტის სახით, რომ ამიერიდან დაზარალებულს ჰქონდეს საშუალება, გამომიძებელმა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.”


წულუკინის თქმით, ასევე დაზარალებულს ექნება გამომძიებელთან ვიზიტის უფლება იმისთვის, რომ ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესს.


“თუ ჩაითვლება, რომ ეს გამოძიების ინტერესს აზიანებს, მიზეზის გამორიცხვისთანავე ეს შესაძლებლობა განახლდება. რაც მთავარია, პროკურორს სასამართლო დონეზე ექნება ვალდებულება, სასამართლოში საქმის წარგზავნისას დაზარალებულს გააცნოს საქმის მასალები,“ – განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი