სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

დღეს, 3 აპრილს ტიგრან სარქსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის თაობაზე სომხეთის მედია ავრცელებს.

სომხეთის მმართველი პარტიის პრეს-მდივნის, ედუარდ შარმანზაევის თქმით, სარქსიანმა განცხადება გადადგომის თაობაზე ერთი თვის წინ დაწერა, თუმცა პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა მას თხოვა თანამდებობაზე დარჩენა ერთი თვით იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლას.

 

ამ დროისთვის პრემიერის განცხადება გადადგომის თაობაზე დაკმაყოფილებულია.

 

ტიგრან სარქსიანი სომხეთის პრემიერად თავდაპირველად 2008 წლის 9 აპრილს დაინიშნა, ხოლო მეორე ვადით 2012 წლის 2 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი