ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ოფისთან მძღოლების აქცია დასრულდა

3 აპრილი, 2014 • • 1003
“ქართული ოცნების” ოფისთან მძღოლების აქცია დასრულდა

მძღოლები რუსთავის მიმართულებით დაიძრნენ. ისინი აცხადებენ, რუსთავის მერიის შენობასთან გაჩერდებიან და საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებისათვის შემდგომ გეგმებს დასახავენ. 


მძღოლების ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის განცხადებით, 4 აპრილს, 12 საათზე რადიო “იმედის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც წარმოადგენს ყველა სახის მტკიცებულებას, თუ როგორ არის ჩართული ვიცე–პრემიერი კახა კალაძე კორუფციულ სქემაში. 


ადვოკატი რევაზ რიჟამაძე რუსთავის მერს და კახა კალაძეს დებატებში იწვევს. ადვოკატის განცხადებით, 5 აპრილს საპროტესტო აქციაში მონაწილე მძღოლებმა  შეიძლება რუსთავი–თბილისის მაგისტრალიც გადაკეტონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი