6 მილიარდი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ 3 წლის განმავლობაში გამოიყოფა. 


რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის დღევანდელი, 3 აპრილის ინფორმაციით, 2013 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გადარიცხული 2 მილიარდამდე რუსული რუბლი მიზნობრივად გაიხარჯა და არამიზნობრივ ხარჯებს ადგილი არ ჰქონია. 

 

2010-2012 წლებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით, აფხაზეთმა რუსეთისგან 11 მილიარდი (300 მილიონ აშშ დოლარამდე) რუბლი მიიღო. 

 

2012 წელს კი სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთმა 2 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი გამოყო. აღნიშნულ დახმარებას სამხრეთ ოსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იღებს.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *