დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “თბილისობისთვის” გარევაჭრობა მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი. კახა კალაძოს თქმით, მერიამ გარევაჭრობისთვის ნებადართული ადგილები შეარჩია.

პროდუქციის წარმოდგენა ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იქნება შემდეგ ტერიტორიაზე:

[checklist]

  • ჩუღურეთში – ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;
  • სამგორში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;
  • გლდანში – ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას
    შორის არსებული სივრცე;
  • დიდუბეში – სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე
    ტერიტორია,
  • დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე
    ტერიტორია.
  • საბურთალოზე – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
  • ვაკეში – გეგეშიძის ბაღი.

[/checklist]

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.