ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიეს

2 აპრილი, 2014 • • 1945
სამხრეთ ოსეთში ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიეს

მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე პირველი პირის, ლეონიდ თიბილოვის მიერ იყო დასახელებული. პრემიერის პოსტზე მის დანიშნვას 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

 

იქამდე კულუმბეგოვს მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, პრემიერის მოვალეობის შესრულება კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც თიბილოვმა იანვრის თვეში მინისტრთა კაბინეტის მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და მთავრობა გადააყენა.

დომენტი კულუმბეგოვი, ფოტო: gazeta.ru
დომენტი კულუმბეგოვი, ფოტო: gazeta.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი