მეცნიერებმა გამოიგონეს სპეციალური, ხერხემალში განსათავსებელი აპარატი, რომელიც სრულად პარალიზებულ ადამიანს სიარულის საშუალებას აძლევს. მოწყობილობისა და ინტენსიური თერაპიის მეშვეობით აშშ-ში ხუთმა ადამიანმა, ვინც საერთოდ ვერ ამოძრავებდა ფეხებს, შეძლო სიარული.
ახალი ელექტროდანადგარი შეიქმნა აშშ-ში, კენტუკის შტატში მდებარე ლუისვილის უნივერსიტეტში. კვლევაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმინარეობდა და მისი შედეგები 24 სექტემბერს გამოქვეყნდა.
NBC-ის ინფორმაციით, ხერხემალში იმპლანტაციის საშუალებით ჩამონტაჟებული მოწყობილობა გამოსცემს ელექტრონულ სიგნალს, რომელსაც გადასცემს ზურგის ტვინს. ამ სიგნალის საშუალებით ფეხები იწყებენ მოძრაობას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სიგნლი ტრავმის გამო თავის ტვინიდან ზურგის ტვინს არ მიეწოდება.
“ელექტრომოწყობილობის მეშვეობით ზურგის ტვინი ხელახლა სწავლობს დამოუკიდებლად მოძრაობას,” – აცხადებს კენტუკის ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
35 წლის ჯეფ მარკისმა ამ მოწყობილობის დახმარებით,დაახლოებით ერთი მეტრის გავლა შეძლო. ახლა მას დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია. მარკინსი ამბობს, რომ უარს იტყვის დამხმარე ქალზე, რომელიც ყოველ დილით საწოლიდან ადგომაში ეხმარებოდა. “ახლა ამის გაკეთებას უკვე თავად შევძლებ”, – ამბობს ის.
მარკისი მთის ველოსპორტით იყო გატაცებული. 28 წლის ასაკში ისე მძიმედ დაშავდა, რომ მკერდის ქვემოთ პარალიზებული დარჩა. 35 წლის ყოფილი სპორტსმენი ამბობს, რომ სიამოვნებით დათანხმდა ლუისვილის უნივერსიტეტის შეთავაზებას, მონაწილეობა მიეღო თერაპიასა და ამ მოწყობილობის გამოცდაში.