ჟურნალი ფორბსის ინფორმაციით, სამსუნგი, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს, მასობრივად აწარმოოს სმარტფონის ახალი მოდელი Galaxy F.
Galaxy F დასაკეცი სმარტფონი იქნება — ის დამზადებული იქნება პოლიიმიდისგან — თბომედეგი პოლიმერული მასალისგან.
ფორბსის ვარაუდით, სმარტფონის ფასი დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი იქნება.
სამსუნგის ახალი მოდელის გამოსვლას ნოემბერში ელოდებიან.