BBC–ს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:46 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც 10–მდე ძლიერი განმეორებითი ბიძგი იყო. მიწისძვრის გამო ტალღების სიმაღლემ 2.1 მეტრს მიაღწია და ცუნამის განგაში გამოცხადდა.
მიწისძვრის გამო ზოგიერთ მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა და მეწყერი ჩამოწვა.
ზოგიერთ რაიონში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ამ ადგილებიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია ხდება, ავტომაგისტრალებზე მანქანების გრძელი რიგები დგას, რადგან მოსახლეობა ქვეყნის დატოვებას ცდილობს.
ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ნანგრევებში მოყვა, არიან ისეთებიც, ვინც გულის შეტევით გარდაიცვალა, ათობით ადამიანი კი სერიოზულადაა დაშავებული.
ჩილე სეისმურად ერთ–ერთ ყველაზე აქტიურ ადგილზე მდებარეობს, ბოლოს ძლიერი მიწისძვრა 2010 წელს დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 8.8 მაგნიტუდას შეადგენდა, მიწისძვრას ცუნამიც მოყვა, შედეგად ასობით ადამიანი გარდაიცვალა.






