11:00 საათზე აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 166-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებს მოინახულებს და საჩუქრებს გადასცემს. ადგილი: თბილისის 166-ე საჯარო სკოლა მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი N42 (დიდუბის ეკლესიასთან)
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია პრესკონფერენციას გამართავს
11:30 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: IRI-ის შედეგები. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:45 საათზე “პირველ პრესკლუბში” პარტია “იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში “თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი, თეა თუთბერიძე ადვოკატთა ასოციაციაში “კუდ-ის მიერ ჩანერგილ ადვოკატებთან” დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
12:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანულ საკონსულტაციო ჯგუფს (GFA) შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
12:00 “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში, „ხუდონჰესის“ საქმეზე გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები შეუსაბამოა“. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი, “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803; ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30 “პირველ პრესკლუბში” ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკანონო მოსმენები, ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს, თათუხაშვილის საქმე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართება.
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები სალომე ბაკურაძე, სალომე ქათამაძე, ანანო მჟავია, მიშა სულუხია, გიორგი სუხიტაშვილი დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვების დასახმარებლად პრესკონფერენციას გამართავენ
16:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია
18:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ფონდი „კრისტალის“ ორგანიზებით გაიმართება ბიზნესის, სამართლის სფეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ტომას ჰამარბერგთან.
19:00 საათზე თიბისი გალერეაში (მის.:მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი) გამომცემლობა ,,დიოგენე“ და საქართველოში აშშ-ის საელჩო გიწვევთ ქართულ ენაზე პირველად თარგმნილი მარკეტინგის ცნობილი საერთაშორისო სახელმძღვანელოს ,,რეკლამა და პრომოცია: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვა’’ პრეზენტაციაზე





