ახალი ამბები

ომბუდსმენი ასურელ თანამოქალაქეებს ახალი წლის დადგომას ულოცავს

1 აპრილი, 2014 • • 989
ომბუდსმენი ასურელ თანამოქალაქეებს ახალი წლის დადგომას ულოცავს

 

“1 აპრილს ჩვენი ასურელი თანამოქალაქეები ახალ 6764 წელს აღნიშნავენ. მინდა გულით მივულოცო მათ ეს დღესასწაული! უძველეს დროიდან ასურელები აღნიშნავენ ახალ წელს გაზაფხულზე, როდესაც იღვიძებს ბუნება. ახალი წლის (აკიტუ – ხა ბ-ნისან) აღნიშვნა განსაზღვრულია მათი წინაპრების ტრადიციებით და დაკავშირებულია შუამდინარეთის ხალხთან. ასურელებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა, მას შემდეგ დავიწყებას მიეცა ყველა წარმართული ტრადიცია, დაკავშირებული ღვთაებებთან. ახალი წელი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი შემორჩენილი იმ უძველესი დღესასწაულთაგანია, რომელსაც მთელი მსოფლიოს ასურელები ერთად აღნიშნავენ. დღეს ასურელებს არ აქვთ ნაციონალური სახელმწიფო, ამ პირობებში მით უფრო ძნელია შეინარჩუნო რაიმე ძველი ტრადიცია, მით უმეტეს, არაქრისტიანული. ამის მიუხედავად საქართველოს ასურელები პატიოსნად ახერხებენ შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციები და ადათ-წესები. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ასურელებს ახალი წლის დადგომას და ვუსურვებ სიკეთესა და მშვიდობას! ხავ, ბრიხა რიშა დ შიტა ხატა! – ბედნიერი იყოს თქვენთვის ეს ახალი წელი!”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი