საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს, 1 აპრილს მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა ჩვენების მისაცემად.
როგორც ოქრუაშვილმა შენობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი სააკაშვილის საქმეზე დაიკითხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ეხებოდა გამომძიებლების შეკითხვები.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფორსმა თემურ დოლიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაე, თუ რა საქმეზე დაიკითხა ოქრუაშვილი:
“ხავალ დილით დაგვირეკეთ”, – განაცხადა მან.