ფრინველთმზირების გამყოლი დაჩი შოშიტაშვილი “ფეისბუქის “საკუთარ გვერდზე ყარყუმის ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც მან სვანეთში, თეთნულდზე გადაიღო.
ყარყუმი მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველია კვერნისებრთა ოჯახიდან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში ბინადრობს. მისი გავრცელების არეალში საქართველოც ექცევა. ძვირფასი ბეწვის გამო, რეწვის ობიექტია, ძირითადად, ტანსაცმლის ინდუსტრიაში, რაც ყარყუმის პოპულაციისთვის ერთ-ერთ საფრთხედ მიიჩნევა.