ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის რეგიონში უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლი მკაცრდება

1 აპრილი, 2014 • • 1926
ცხინვალის რეგიონში უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლი მკაცრდება
“ასეთი ორგანიზაციებისთვის შედგება ცალკეული რეესტრი. ასევე, სხვა არასამთავრობოებისგან განსხვავებით, მათთვის განსაზღვრულია განსხვავებული ანგარიშვალდებულებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო ხშირად გვაწვდის ანგარიშებს, ვიდრე სხვა ორგანიზაცია. იუსტიციის სამინისტროს შეუძლია ჩაატაროს “უცხოელი აგენტების” საქმიანობის დაუგეგმავი შემოწმებები. გარდა ამისა, ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] ვალდებულნი არიან საქმიანობა სამხრეთ ოსეთის საბანკო სტრუქტურების მეშვეობით განახორციელონ,” – ამბობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, მურატ ვანეევი.

მურატ ვანეევი
მურატ ვანეევი

 

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია არასამთავრობოს ლიკვიდაცია მოახდინოს. 

 

მსგავსი კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობას შეეხება, არსებობს რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული კანონით, ის არასამთავრობოები, რომლებიც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევიან, კანონის თანახმად, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც “უცხოელი აგენტები”. რუსეთში ასეთი სტატუსის მატარებელი ორგანიზაცია მხოლოდ ერთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი