იუსტიციის მინისტრის მოხსენება ეხება 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომაზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა პარლამენტთან თანამშრომლობის ეს ფორმა დეპუტატებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა:

“ძალიან მნიშნელოვანია ეს პოლიტიკური კულტურა, რომელსაც ჩვენ ვქმნით. მთავრობის წარმომადგენლები გვაძლევენ შესაძლებლობას დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ ხდება იმ გადაწყვეტილებების შესრულება, რომელსაც პარლამენტი იღებს, რა რეფორმები ხორციელდება, რა კეთდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს პოლიტიკური კულტურა ახალია. ჩვენ უკვე გაგზავნილი გვაქვს ანალოგიური წერილი სამინისტროს ყველა პირისთვის. ანუ შემდეგ სასესიო კვირაში ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იქნებიან მოწვეულები. ჩვენ გვაქვს თანხმობა ყველა მოწვეული სამინისტროსგან და ეს იქნება ერთგვარი ციკლი, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები პარლამენტთან თანამშრომლობის ამ ფორმით და თავიანთი ანგარიშების წარმოდგენით მოგვცემენ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ გაკეთებულ საქმეებზე. დავინახოთ, გავაანალიზოთ და შემდეგ დავგეგმოთ, რა არის გასაკეთებელი, იმიტომ, რომ კომიტეტი არის თვალი და ყური, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში.”
თეა წულუკიანი იუსტიციის სამინსიტროს მიერ გასული 18 თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრებს, რის შემდეგაც ის დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.
