კომისია 27 კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ 15 კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტმა კი 15 კანდიდატიდან საბოლოოდ 5 უნდა დაამტკიცოს.
გასაუბრებაზე შერჩეული კანდიდატები არიან: ზვიად კირტავა, გიორგი კოხრეიძე, ნინო (ნინია) კაკაბაძე, კონსტანტინე ჩლაიძე, კონსტანტინე ბაღდადიშვილი, გენადი გელაძე, არჩილ შუბაშვილი, ბეჟან ხარებაშვილი, თამარ ამაშუკელი, მიხეილ მირზიაშვილი, ალექსანდრე ვახტანგოვი, გრიგოლ გოგელია, იაგო კაჭკაჭიშვილი, ილია მხეიძე, ლიანა (ლიკა) გიორგაძე, ირინა ფუტკარაძე, აკაკი ჩარგელაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, პაატა მილორავა, ია მამალაძე, ლევან ღვინჯილია, ნესტან ნიჟარაძე, დავით კიზირია, ელენე (ბაკა) კვირცხალია, თამარ ალფაიძე, ნუგზარ სუარიძე, ირაკლი მაჭავარიანი.
კომისიის სხდომა 31 მარტს გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ნინო ბექიშვილი, ზვიად ქორიძე, ნათია კუპრაშვილი, ზვიად დევდარიანი, თამაზ ჯოლოგუა, ზაზა შათირიშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ნათია კაპანაძე.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 წევრის შესარჩევად კონკურსი მეორედ 11 მარტს გამოცხადდა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად პარლამენტმა შეძლო მხოლოდ 4 წევრის არჩევა 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.





