ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს, რომ 21 სექტემბრის დილას დედოფლისწყაროში, სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად დაღუპული 72 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

საგანგებოს ცნობით, მათთან შეტყობინება დილის 6-ის ნახევრისთვის შევიდა.

დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ჯამში — დაახლოებით 100 კვ.მ.

ცხედარი პირველ სართულზე აღმოაჩინეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.