ახალი ამბები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხისგებაში მისცეს

1 აპრილი, 2014 •
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხისგებაში მისცეს

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  2011 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მანგს“ შორის ჭიათურაში მდებარე კლდის ქვათაცვენის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვის რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა.

 

“ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, იასონ ჭუმბურიძემ გულგრილად და არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ შეამოწმა შესრულებული სამუშაოების ნამდვილობა და ხარისხი, რითაც ხელი შეუწყო უჩა ღვინჯილიას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და 423 465 ლარის მიითვისებას. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი