ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ხანძარი გაჩნდა

21 სექტემბერი, 2018 • 1951
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ხანძარი გაჩნდა

ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ ბინაში თბილისში, დგებუაძის პირველ ნომერში. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. კვამლი ბოლო სართულზე არსებული ბინიდან ამოდის.  ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დამწვარია 20 კვ.მ. ფართობი. ხანძრის გავრცელების საშიშრება არ არსებობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

უყურეთ ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერს:

მასალების გადაბეჭდვის წესი