კონფერენცია, სახელწოდებით “უკრაინის იმიჯის პოპულარიზაცია და მისი ტურისტული შესაძლებლობები”, კიევში გაიმართა. მასში მონაწილეობა უკრაინის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის დროს უკრაინის ტურისტული ბრენდის შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაცია, სახელწოდებით ” It’s all about Ukraine ” [ყველაფერი უკრაინის შესახებ].
ამ ტურისტული ბრენდით სახელმწიფოს წარმომადგენელთა, ტურისტულ ოპერატორთა, ავიაკომპანიებისა და ქვეყნის რეგიონების მიერ უკრაინა წარმოდგენილი იქნება საერთაშოროსო გამოფენებზე. ამავე ბრენდით უკრაინა გეგმავს მონაწილება მიიღოს 2014 წლის ნოემბერში მსოფლიო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2014, რომელიც ლონდონში გაიმართება.
“უკრაინა რჩება ღია ქვეყნად ტურისტებისთვის. ბოლო დროის ტრაგედიის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება სტუმართმოყვარედ. ამჟამად ტურიზმს ჩვენს ქვეყანაში რთული პერიოდი აქვს. ზაფხულში ყირიმში საკურორტო სეზონი ჩავარდება. თუმცა უკრაინაში მაინც რჩება ადგილები, რომელიც საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ტურისტებს, რომ უკრაინაში ჩამოსვლა უსაფრთხოა, საინტერესო და სასარგებლო,”- აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაქსიმ ბურბაკი.