“როგორც განგვიმარტეს, 120-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, თუმცა ეს მუხლი უნდა შეიცვალოს, რადგან გატაცებას ჰქონდა ადგილი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობას, რაც არის 163–ე მუხლი და საკმაოდ მძიმე მუხლია, ხოლო 120–ე მუხლი ნაკლებად მძიმე დანაშაულია. თვითონაც აფიქსირებს ამას ჩვენებაში, რომ მისი გატაცების მცდელობას ჰქონდა ადგილი”, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, მან ჯერ არ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შსს მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით:
“გადაწყვეტენ, შეცვლიან თუ არა, სავალდებულოა, რომ უნდა შეცვალონ, რადგან საქმის ყველა გარემოება ამაზე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა ცემასთან ერთად, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადამიანის”, – აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.
,
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მას თავს 31 მარტს, ღამის 3 საათზე დაესხნენ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო, იძულებით ჩაესვათ მანქანაში.