ახალი ამბები

ღარიბაშვილი: წიკლაურის საქმის გამოძიება დროულად მოხდება

31 მარტი, 2014 •
ღარიბაშვილი: წიკლაურის საქმის გამოძიება დროულად მოხდება

“ამ საქმეების გამოუძიებლობა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. წინასწარ დასკვნის გამოტანა არ იქნება სწორი. მე ინფორმაცია მოვისმინე ამ დილით, ეს, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი. მე მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე” – განაცხადა ღარიბაშვილმა.   

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით ფიზიკურად  გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მიანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა. 


წიკლაური გვიან ღამით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას დაზიანება სახის არეში აქვს.  გამოძიება სისხლის სამართლის 125–ე მუხლით მიმდინარეობს რაც ცემას გულისხმობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი