ნუგზარ წიკლაურის თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე დაბრუნდა სახლში, სახლთან კი მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები მას თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო, იძულებით ჩაესვათ მანქანაში.
“ერთ-ერთმა ორჯერ დამადო ელექტროშოკი,” – ამბობს თავად ნუზგარ წიკლაური, რომელიც შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, დეპუტატზე თავდასხმა ხელისუფლებას უკავშირდება.
“ჰაკიმ ფაშამ (ღარიბაშვილმა) ქუჩის ტერორი დაიწყო. მოწმეთა გატაცებიდან დეპუტატების გატაცებამდე მივედით”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ფეისბუქის საშუალებით ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს.
