“”30 მარტს ვვარაუდობდით ნალექს თოვლის სახით. ეს გათვალისწინებული იყო ამინდის პროგნოზში, მაგრამ ეს სუსტი თოვაა.”– განუცხადა “ნეტგაზეთს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ 

 

მისივე ინფორმაციით, 31 მარტს ცივი ამინდები შენარჩუნდება და მოსალოდნელია ყინვაც,  დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დაახლოებით –5 გრადუსი ყინვა, აღმოსავლეთში -7 გრადუსი ყინვა, ხოლო  თბილისში  –3 გრადუსი ყინვა. პირველი აპრილიდან კი ტემპერატურის მატება დაიწყება. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *