ახალი ამბები

გასული ღამის განმავლობაში თბილისში ქარმა 14 სახლის სახურავი დააზიანა

30 მარტი, 2014 •
გასული ღამის განმავლობაში თბილისში ქარმა 14 სახლის სახურავი დააზიანა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესამსახურმა ნინო მიქაუტაძემ “ნეტგაზეთან” საუბრისას განაცხადა, რომ სახურავის მძიმე დაზიანებები არ ფიქსირდება. ძლიერმა ქარმა გასული ღამის განმავლობაში ასევე ერთი ხე წააქცია. 

 

“14 არის სახურავის დაზიანება, დანარჩენი 26 არის მსუბუქი შემთხვევები, მაგალითად, ჟალუზია მოგლეჯილი და შესაძლოა ჩამოვარდეს, გამოძახებები ძირითადად უკავშირდებოდა საფრთხეს, რომ რაღაც შესაძლოა დაზიანდეს”.– განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო მიქაუტაძემ. 

 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ, მათი ინფორმაციით, ძლიერ ქარს საცხოვრებელი სახლების მძიმე დაზიანება არ გამოუწვია. მერიის პრესამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რაიონული გამგეობები ზიანის ანაზღაურების პროცესში ჩაერთვებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი