“დაფიქსირდა 6-ბალიანი შტორმი, რის შედეგადაც ზღვამ ახალ ბულვარში, სავალ ნაწილზე ზღვის ბალასტი ამოყარა, ანუ ქვები. მერიის სამსახურები დილიდანვე შეუდგნენ გაწმენდით სამუშაობს და მთელი ბულვარის პერიმეტრი ბალასტისაგან გაწმენდილია. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ველოდებით, რომ ზღვის ღელვა დაიკლებს”– ამბობს მამუკა თურმანიძე.
გარდა შტორმისა, გასულ ღამის მანძილზე აჭარაში მეწყერმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაძეებში სახლი გაანადგურა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და თოვის გამო აჭარის მასშტაბით მეწყერი 4 ადგილას ჩამოწვა.