თათბირში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ვიცეპრემიერი, ფედერალური მინისტრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
ზუსტად ერთი კვირის წინ მედვედევმა ყირიმის და სევასტოპოლის განვითარების საკითხზე თათბირი მოსკოვში გამართა, მათ შორის საუბარი შეეხო ყირიმის ნახევარკუნძულზე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნის საკითხს.
2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 18 მარტს ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ეს გადაწყვეტილება შეფასებულია, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ანექსია და ოკუპაცია.