“მე მქონდა მასთან სატელეფონო საუბარი რამდენიმე საათის წინ და მას აქვს ასეთი პოზიცია. თუ პროკურატურის მიერ წარმოებულ ამა თუ იმ საქმეს აქვს სამართლებრივი პერსპქტივა სასამართლოში, პროკურატურას აქვს შესაძლებლობა მოწმის სახით ნებისმიერი მოქალაქე იყოს ჩამონათვალში, მათ შორის ისეთი მოწმე, რომელიც გამოძიებამდე არ ყოფილა დაკითხული. გამოძიებას აქვს შესაძლებლობა მოწმეთა სიაში ჩაწეროს სააკაშვილი და სასამართლოზე, როცა მხარეები ეჯიბრებიან ერთმანეთს, არის მტკიცებულებების გაცვლა, ეს ყველაფერი ხდება მოსამართლეების თვალწინ, კამერების თვალწინ. თუ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება, ის მზად არის დაიკითხოს skype–ით. სააკაშვილი სასამართლოზე საზოგადოების წინაშე წარდგება და არა რომელიმე გაფითრებული პროკურორის მიმართ”, – განაცხადა უგულავამ გადაცემა “პოზიციაში”.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა უარი განაცხადება გამოძიებისთვის დისტანციურად ჩვენების მიცემაზე.