ახალი ამბები

მარგველაშვილი: სააკაშვილის აგდებულმა დამოკიდებულებამ შეიძლება ქვეყნის იმიჯზე იმოქმედოს

28 მარტი, 2014 •
მარგველაშვილი: სააკაშვილის აგდებულმა დამოკიდებულებამ შეიძლება ქვეყნის იმიჯზე იმოქმედოს

“მე დეტალებში არ შევალ, რა საქმეებზეა ეს კითხვები წარმოშობილი, რადგან არც პროკურატურის თანამშრომელი ვარ და არც იურისტი, მაგრამ არის საკითხები, რაც ეხება ქართულ სახელმწიფოებრიობას, და ჩემთვის უსიამოვნო იყო იმის მოსმენა, რა პასუხიც გასცა სააკაშვილმა. ის, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორი ვადა იყო  ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ღიად შეურაცხყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეს მისი შეურაცხყოფაც არის”, – განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა “პოზიციაში”.

 

მისივე თქმით, იმ ფაქტმა, რომ დაკითხვა სააკაშვილს შესთავაზეს skype-ით, მის დაკავებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნა:

 

“skype-ით მისმა მოკითხვამ მოხსნა საკითხები რაიმე ტიპის საშიშროებისა, თუ ასეთ კითხვის ნიშანს ის სვამდა, იმ საფრთხისა, რომლის წარმოჩენის მცდელობაც იყო. ახლა არის უბრალოდ საუბარი სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე, რომელიც ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, მაგრამ განსაკუთრებით- ყოფილი პრეზიდენტის. ახლა საკითხი არის იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა, არამედ იმაზე, შეძლებს თუ არა სააკაშვილი პატივი სცეს იმ ლეგიტიმურ ინსტიტუტებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი