“არა ფობიას!” სალომე ზურაბიშვილზე მეუფე პეტრეს განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს

პლატფორმა „არა ფობიას” ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 17 სექტემბერს, “რუსთავი2″–ის ეთერში გავიდა. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირმა ზურაბიშვილსა და კათოლიკე მისიონერებს შორის ნეგატიური პარალელების გავლებისას კათოლიკე ეკლესია შეურაცხყო. “მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, … ვრცლად “არა ფობიას!” სალომე ზურაბიშვილზე მეუფე პეტრეს განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს