“რა თქმა უნდა, როცა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, როდესაც უკრაინის საზღვრებთან მობილიზებულია 100 000-ზე მეტი ერთეული რუსული ტექნიკა და ეს არ არის მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინასთან, არამედ მთელი საზღვრის პერიმეტრზე, ეს ძალიან საგანგაშოა. რეალურად, ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ძალიან სწრაფად შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო სამართლის იგნორირება, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა და მისი ტერიტორიის მიტაცება. საქართველოს ყველა სცენარის განვითარებისთვის უნდა იყოს მზად. ჩვენ გვაქვს რეალურად შესწავლილი საფრთხეები, გაკეთებული გვაქვს ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირების სხვადასხვა სცენარები გვაქვს. რეალურად შესაძლებელია განვითარდეს მოვლენები ესკალაციის მიმართულებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ წამოეგოს პროვოკაციას, როგორც აქამდე წარმატებულად ახერხებდა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლას და ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერას ხელს ვერაფერი შეუშლის.
ალექსი პეტრიაშვილი: საქართველო ყველა სცენარის განვითარებისთვის მზად უნდა იყოს
-
26.10.2026
გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
-
26.10.2026
ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“
-
26.10.2026
აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ
-
26.10.2026
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო პარტიას აკრძალავს
-
26.10.2026
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენდირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
-
26.10.2026
ევროპაში საწვავის გაძვირებას საგადასახადო შეღავათებით უპასუხეს
