ახალი ამბები

კონფერენცია “ევრაზიული არჩევანი 2014” აქციის ფონზე გაიმართა [VIDEO]

28 მარტი, 2014 •
კონფერენცია “ევრაზიული არჩევანი 2014” აქციის ფონზე გაიმართა [VIDEO]

კონფერენციის პარალელურად რია-ნოვისტის თბილისის ოფისთან ევრაზიული კავშირის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც ისმოდა შეძახილები “ქართველობას ვინც დაკარგავს, ბოზია.” შენობის გარე პერიმეტრს ათეულობით სამართალდამცავი იცავდა. 


საქართველოს წარმომადგენლების გარდა, კონფერენციის მონაწილეები იყვნენ მოსკოვიდან, კიშინიოვიდან, ოდესიდან, ასტანიდან და ერევნიდან.

 

კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ისაუბრეს იმაზე, რამდენად მომგებიანი იქნება ქვეყნებისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. 

 

“ამერიკელები ცდილობენ მოახდინონ პოლიტიკური ზეწოლა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე და თავს ახვევს მათ, რომ რომ ევროპულ სივრცეში გაწევრიანდნენ ისინ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთო ისტორიული გზები არ დაშორდნენ ერთმანეთს,”- აცხადებს ტელეხიდის მიმდინარეობისას ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსეთიდან.

 

 

წარმომადგენლებმა მოლდოვიდან ისაუბრეს იმაზე, რომ საზოგადოების ნების სააწინააღმდეგოდ ცდილობს მოლდოვის ხელისუფლება ევროპასთან ინტეგრაციას. 

 

საქართველოს  წარმომადგენელმა, არჩილ ჭყოიძემ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის 90%-ს ევრაზიულ კავშირში სურს საქართველოს ხილვა. კითხვაზე, რა საფუძველზე დაყრდნობით ასახელებს ჭყოიძე აღნიშნულ ციფრს, იგი ამბობს, რომ ხშირად ჩადის სხვადასხვა რეგიონში და კარგად იცის მოსახლეობის განწყობა. 

 

გარა ამისა, მისივე განმარტებით, საჭიროა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის დროსაც საზოგადოება გააკეთებს არჩევანს – ევრაზიული კავშირი თუ ინტეგრაცია ევროპასთან. 

 

სხვა პოზიცია წარმოადგინა ბადრი ნაჭყებიამ, დსთ-ს დეპარტამენტის ინსტისტუტის ხელმძღვანელმა. ის მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში არ უნდა იყოს: 

 

“აქ ვიმყოფები მხოლოდ იმიტომ, რომ მომიწვიეს როგორც ექსპერტი. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე კი ვიქნები იმ შემთხვევაში, თუკი ნატოში იქნება გაწევრიანებული მთლიანად ევრაზია. ვთვლით, რომ ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკი ახლა ზედმეტია. ევრაზიულ კავშირზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა დაწყნარდება სიტუაცია. დღესდღეობით საქართველოსთვის მთავარია, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს სიტუაცია რუსეთთან,” – განაცხადა ნაჭყებიამ. მისივე თქმით, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და მოხდა ყირიმის ანექსია, საქართველოში პოზიტიურ ცვლილებებზე ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში საუბარი ზედმეტია. მან ასევე განმარტა, რომ დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობს, რათა დააფიქსიროს მისი ორგანიზაციის აზრი,”- განაცხადა ნაჭყებიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი