ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ლიბერალის” რედაქტორ ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და მოუწოდებს პროკურატურას, დაუყონებლივ მიანიჭოს მას დაზარალებულის სტატუსი. როგორც ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, დაზარალებულის სტატუსი ვარდიაშვილს და მის ადვოკატს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქმის მასალებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მისი ინტერესების სრულყოფილად დაცვას, ასევე, დააკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს, იცოდეს “ლიბერალის” რედაქტორზე თავდასხმა უკავშირდება თუ არა მის პროფესიულ საქმიანობას. ქარტია … ვრცლად ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს