ევროკომისია: მერაბიშვილზე ზეწოლის შესახებ ბრალდება სათანადოდ უნდა გამოიძიონ

ევროკომისია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ყოველწლიური ანგარიშს აქვეყნებს საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. 2013 საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ამსახველ ანგარიშში ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებაც არის საუბარი:

 

“25 სახელმწიფო მოხელე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ, პასუხისგებაში მიეცნენ სხვადასხვა კრიმინლაური ბრალდებით. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. მოგვიანებით, 2014 წლის თებერვალში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურორების მხრიდან მერაბიშვილის წინააღმდეგე განხორციელებული შეუფერებელი ზეწოლის შესახებ გავრცელებული ბრალდებები სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, იგი საკნიდან ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ბრძანებით გაიყვანეს. ექს–პრემიეირის თქმით, ფარცხალაძე მას სააკაშვილის წინააღმდეგ თანამშრომლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა.

 

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი