ნეტგაზეთი | სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს – Netgazeti
RU | GE  

სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაუჩინარდა, რომლის ბორტზეც 15 ადამიანი იმყოფებოდა.

სირიის ქალაქ ლატაკიის მიმართულებით ხმელთაშუა ზღვიდან დაბომბვა გუშინ ღამით დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნეს ტექნიკურ-ინდუსტრიული ინსტიტუტი წარმოადგენდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიადარტყმები ისრაელის საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებლების მიერ განხორციელდა, რა დროსაც რუსული IL-20 გაუჩინარდა.

“ისრაელის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს საერთოდ არ ჯდება რუსეთ-ისრაელის პარტნიორულ ურთიერთობებში”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა და დასძინა, რომ რუსეთი “იტოვებს უფლებას, ადეკვატური საპასუხო ნაბიჯები გადადგას”.

მისი თქმით, ისრაელის მფრინავები რუსულ თვითმფრინავს ამოეფარნენ და ამით სირიის თავდაცვის ძალების დარტყმის ქვეშ დააყენეს.

ამასთან, CNN ვაშინგტონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული სამხედრო თვითმრინავი შეცდომით ჩამოაგდეს სირიის თავდაცვის ძალებმა, როდესაც ისინი ისრაელის F-16 ტიპის გამადაგურებლების შეტევას იგერიებდნენ.

ასადის რეჟიმის სამხედრო ობიექტების დაბომბვა ჩრდილოეთ სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი და თურქეთი იდლიბის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.