ახალი ამბები

აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხზე შესაძლოა ერთობლივი კომისია შეიქმნას

27 მარტი, 2014 • • 1437
აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხზე შესაძლოა ერთობლივი კომისია შეიქმნას

აღნიშნულ მოლაპარაკებებში ციხელაშვილი ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ჟენევაში სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლებასა და მოსახლეობისთვის ამ პროცესის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, ახალგორის მოსახლეობისთვის ახალი რეგულაციების შესაძლო დაწესებაზე გაამახვილა ყურადღება. 

 

„ასევე, მწვავედ დავაყენეთ გალის რაიონიდან ზუგდიდის მიმართულებით მოსწავლეების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გამოტარების საკითხები. ამ საკითხებზე აფხაზური მხარიდან მივიღეთ პირობა, რომ ოპტიმალურ გამოსავალს გამონახავენ, რათა მოსწავლეებს განათლების და ავადმყოფებს სასწარფო სამედიცინო დახმარების მიღებაში არ შეეშალოთ ხელი. ასევე, მივიღეთ პირობა, რომ გამოინახება გამოსავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხის მოასაგვარებლად, შესაძლოა, შეიქმნას კომისია, რომელიც ქართველი, აფხაზი და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულნი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა დევნილების დაბრუნების საკითხიც. 

 

„ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ და განვაცხადეთ, რომ მომდევნო რაუნდზე კიდევ მწვავედ დავაყენებთ  ამ პრობლემას. დევნილების დაბრუნება არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი თემა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 16-17 ივნისითვის დაიგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი