ახალი ამბები

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

17 სექტემბერი, 2018 • 2757
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. ინფორმაცია ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. თურნავას დანიშვნამდე აღნიშნულ პოსტს გიორგი ჩიქოვანი იკავებდა.

ნათია თურნავა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. როგორც ფონდის საიტზე ვკითხულობთ, ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2013 წელს  დაინიშნა.

მსხვილ კორპორაციებში მოღვაწეობამდე, კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდში,  ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური (1999 წ.), თბილისის საკრებულო (1998-2000 წწ.), სახელმწიფო კანცელარია (1997-1998 წწ.)

მასალების გადაბეჭდვის წესი