
აღნიშნულმა პირმა სააკაშვილის მხარდამჭერებს დაუხია პლაკატი, პლაკატებზე, რომელიც თან აქვთ მომიტინგეებს, წერია – “მეც დამკითხეთ!”
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირის გარდა, ასევე, დაკავებულია კონტრაქციის ორგანიზატორი მელორ ვაჩნაძე. ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) საფუძველზე დააკავეს.
ამ დროისთვის პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული ორი აქციის მონაწილეებს შორის. კონტრაქციის მონაწილეებს თან აქვთ რუპორი, საიდანაც ისმის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი განცხადებები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით აქცია – “მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ” იმართება პროკურატურასთან. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი დაბარებულია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვისთვის.
საწინააღმდეგო აქციას მართავენ პროკურატურის შენობასთან მელორ ვაჩნაძე, რატი მაისურაძე და სხვა მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციას.
მიხეილ სააკაშვილი 10 სისხლის სამართლის საქმეზე დაიბარა დღეისთვის პროკურატურამ მოწმის სტატუსით დასაკითხად, თუმცა სააკაშვილი დღეს საქართველოში ჩამოსვლას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.