ახალი ამბები

თბილისში ქუჩასა და სკვერს ოთარ რამიშვილის სახელი მიენიჭა

17 სექტემბერი, 2018 •
თბილისში ქუჩასა და სკვერს ოთარ რამიშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევსა და  საირმის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერს მომღერალ ოთარ რამიშვილის სახელი მიენიჭა. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ეს გადაწყვეტილება 12 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე მიიღო. 2009 წელს ოთარ რამიშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი ოთარ რამიშვილი 2011 წელს გარდაიცვალა. მისი მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 80 – იანი წლებიდან იწყება. მას გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: “იების თოვლი”, “იების თოვლი –2” და “ფიქრების ზღვა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი