ახალი ამბები

საპატრიარქოში მარიხუანის ექსპორტზე საგანგებო თათბირი დაინიშნა — რუსთავი2

15 სექტემბერი, 2018 • 3409
საპატრიარქოში მარიხუანის ექსპორტზე საგანგებო თათბირი დაინიშნა — რუსთავი2

ტელეკომპანია რუსთავი2-ის ცნობით, საპატრიარქოში ამაღამ დაინიშნა საგანგებო თათბირი, რომელიც უკავშირდება მთავრობის ახალ ინიციატივას კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტთან დაკავშირებით.

განახლება: “ნეტგაზეთს” დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა, რომ შეხვედრა კანაფის ექსპორტის საკითხს შეეხება.

რ2-ის კადრებში ჩანს, როგორ იკრიბება ათობით სასულიერო პირი საპატრიარქოსთან.

რ2-ი ამბობს, რომ მათ საკუთარმა წყარომ, ერთ-ერთმა მღველმთავარმა, დაუდასტურა, რომ თათბირს ილია II დაესწრება და კანაფის ექსპორტის საკითხს განიხილავენ.

[ინიციატივის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?]

მასალების გადაბეჭდვის წესი