ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე: ჩვენ ვდგავართ NATO-ში გაწევრიანების გზაზე

26 მარტი, 2014 •
ვიქტორ დოლიძე: ჩვენ ვდგავართ NATO-ში გაწევრიანების გზაზე

“მე არ მომისმენია ობამას განცხადება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რა კონტექსტში თქვა მან ეს. თუ იგულისხმა ის, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას ამ ეტაპზე არ აქვთ მაპი, ბუნებრივია, ამ მხრივ, არ ვდგავართ, და ეს ჩვენც ვიცით, რომ უახლოეს მომავალში არ გავწევრიანდებით. ეს სხვა თემაა. მაგრამ, მეორე მხრივ, ვდგავართ გზაზე, რომელიც ჩვენს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებს აჩქარებს. ძალიან ბევრი ვალდებულება საქართველომ უკვე შეასრულა და დავუახლოვდით მას – აისაფის ოპერაციას რომ თავი დავანებით და ჩვენს კონტრიბუციას ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში, აღარაფერს ვამბობ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე,”- აცხადებს დოლიძე. 


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბრიუსელში, ამერიკა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც უკრაინა და არც საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე არ დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი