ახალი ამბები

სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა სუპერ ტაიფუნს ფილიპინებში

15 სექტემბერი, 2018 • 1322
სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა სუპერ ტაიფუნს ფილიპინებში

ფილიპინებში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა დამანგრეველი სუპერ ტაიფუნის შედეგად.

ტაიფუნ მანგხუთის სამ მსხვერპლს შორის ორი მაშველია.

როგორც ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, შტორმისას ტალღების სიმაღლემ 6 მეტრსაც შეიძლება მიაღწიოს.

მოსალოდნელია მასიური წყალდიდობები და ზვავები.

ტაიფუნმა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე შეიძლება იქონიოს ზეგავლენა. განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ ადგილებში 50 000-მდე სახლია მოხვედრილი.

მასალა მომზადებულაი The Guardian-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გარეკანის ფოტო: EPA-EFE/FRANCIS R. MALASIG

მასალების გადაბეჭდვის წესი